ლიტერატურის და კულტურის კვლევის ცენტრი არის ჰუმანიტარიული ინსტიტუტი, რომლის მიზანიცაა ლიტერატურის კულტურის კვლევებზე დამყარებული შესწავლა ინტერდისციპლინურ კონტექსტში. განსხვავებით საუნივერსიტეტო ლიტერატურათმცოდნეობისა, რომელიც, ჩვეულებრივ, ეროვნული ფილოლოგიებს შეისწავლის, ლიტერატურის და კულტურის ცენტრი ლიტერატურას ფართო გაგებით შეისწავლის: სწავლობს ლიტერატურის სხვადასხვა კონცეფციების გენეზისს, ლიტერატურის შესაძლებლობებს, ლიტერატურის თეორიას და ლიტერატურის კავშირს ხელოვნების სხვა დარგებთან და პრაქტიკებთან. ცენტრს აქვს კვლევის ოთხი მიმართულება: თეორიის ისტორია, მსოფლიო ლიტერატურა, ცოდნა სიცოცხლის შესახებ (Lebenswissen) და სამუშაო ფორმები და აზროვნების სტილი. ამ კვლევების საერთო ინტერესია მოდერნულობის, მისი ისტორიის და თვითშეგნების ალტერნატიული აღწერა. ინსტიტუტის კვლევა ორიენტიერებულია თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე, რომელებსაც ინსტიტუტი ფართო ისტორიულ კონტექსტში ათავსებს.
უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ინსტიტუტის ვებ გვერდს: